რეზონანსი
19.02.2017

შსს-ს მომსახურების სააგენტოს, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტები ესტუმრნენ. „Cieca"-ს დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ.

მხარეებმა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გატანის საკითხი განიხილეს. საერთაშორისო კომისიის ექსპერტებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და მართვის მოწმობის გაცემის საკითხებზეც იმსჯელეს.

დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს მართვის მოწმობის გაცემის პროცედურების შესახებ, საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს.

მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაცია, 1956 წლიდან არსებობს და ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების მონიტორინგზე მუშაობს. საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო „Cieca"-ში 2014 წელს გაწევრიანდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×