რეზონანსი
20.02.2017

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ბერლინიდან თბილისში დღეს, 17:30 საათზე დაბრუნდება. უწმინდესი და უნეტარესი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოვა. პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან.

კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. უწმინდესს 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ დროისთვის უწმინდესის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

„ყველა მაჩვენებელი, რასაც კლინიკის ექიმები ყოველდღიურად აკვირდებიან, დამაკმაყოფილებელია. საქართველოს ვულოცავ პატრიარქის წარმატებულ ოპერაციას" , - განაცხადა ცისანა შარტავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×