რეზონანსი
20.02.2017

 უამინდობის გამო, გზის რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება კი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ლიპყინულის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე და ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია .

იგივე შეზღუდვები მოქმედებს ჯვარი-უშგულის და თეკალი-ბენიერის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავანი-ნინოწმინდის და სომხეთის საზღვართან, ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×