რეზონანსი
20.02.2017

 სამართალდამცველებმა რუსთავში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი - 1966 წელს დაბადებული ბ.უ. და 1966 წელს დაბადებული ე.ტ. დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღო. ავტომანქანის ჩხრეკისას კი გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ვაზნა, ნიღბები და ხელთათმანებია ამოღებული.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×