რეზონანსი
20.02.2017

 გერმანიის ხელისუფლება, დასავლეთ გერმანიაში მყოფი ასი ათასამდე ლტოლვილის დეპორტაციას აპირებს. ამის შესახებ, „Bild am Sonntag"-თან ინტერვიუში, ფედერალური კანცლერის უწყების გამგემ, პეტერ ალტმაიერმა ისაუბრა.ალტმაიერის ცნობით, 2016 წელს თავიანთ ქვეყანაში 80 ათასამდე ადამიანი გააგზავნეს.

„2016 წელს, დაახლოებით 700 ათასი ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის განცხადება მივიღეთ და აქედან 300 ათასს უარი ვუთხარით. რაც შეიძლება მალე გვინდა მათი ქვეყნიდან გაშვება" , - განაცხადა პოლიტიკოსმა.

გერმანიის ხელისუფლების ცნობით, პირველ რიგში დეპორტირდებიან ის პირები, რომლებმაც კრიმინალური დანაშაული ჩაიდინეს ან გერმანული სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

იანვარში, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ვოლფგან შოიბლემ განაცხადა, რომ 2015 წელს ქვეყანაში ლტოლვილების მასობრივი დაშვების გადაწყვეტილება დიდი შეცდომა იყო.

2016 წელს, გერმანიაში 280 ათასი ლტოლვილი ჩავიდა. თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდ ჯგუფებს, სირიის, ავღანეთის, ერაყის, ალბანეთის და ერითრეას მოქალაქეები წარმოადგენენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×