რეზონანსი
20.02.2017

 აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება, შაბათს, მიუნხენში გამართულ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე მიიღეს.

გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვდნენ.

მოლაპარაკების შემდეგ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ ნორმანდიული ოთხეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად მთელ თავის ავტორიტეტს და გავლენას გამოიყენებს. მინისტრის ცნობით, მორიგი შეხვედრა დონბასის კონფლიქტის მოსაგვარებლად, მინსკში, 1 მარტს ჩატარდება. შეხვედრაზე ტყვეთა გაცვლის საკითხს განიხილავენ.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც შეეხო და განაცხადა, რომ მინსკის შეთანხება არ სრულდება.

ვითარება დონბასში 29 იანვარს გამწვავდა და სროლები რამდენიმე კვირის განმავლობაში არ წყდებოდა. ოფიციალურმა კიევმა პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები ქალაქ ავდეევკაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. სეპარატისტები თავის მხრივ ამტკიცებდნენ, რომ ცეცხლი პირველმა უკრაინის არმიამ გახსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×