რეზონანსი
20.02.2017

 გარემოს ეროვნული სააგენტო 20 - 26 თებერვალს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ავრცელებს. 20 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსი იქნება.

21 თებერვალს, დღის ბოლოს, დასავლეთ საქართველოში შესაძლოა იწვიმოს. 22-23 თებერვალს სინოპტიკოსები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმას, მთაში თოვლს ელოდებიან.

23-ში დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +8, +13 გრადუსი იქნება.

24 თებერვალს დღისით გამოიდარებს და 24 - 25 თებერვალს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 25 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში შესაძლოა +20 გრადუსს აღემატოს. აღმოსავლეთ საქართველოში +17 გრადუსამდე დათბება.

26 თებერვალს ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×