რეზონანსი
20.02.2017

 საქართველოს პირველი ჩოგანი მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილზეა. ბასილაშვილი 14 პოზიციით დაწინაურდა და მისთვის რეკორდული მაჩვენებელი დაამყარა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება, მემფისის ღია ჩემპიონატის ფინალში გასვლამ განაპირობა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ რაინ ჰარისონთან 6:1, 6:4 დამარცხდა.

ფინალში ასპარეზობისთვის ბასილაშვილს მემფისის ტურნირის საპრიზო ფონდიდან 60.355 დოლარი გადაეცა. „ATP"-ის რეიტინგში კი 150 ქულა შეემატა.

დღეიდან ფლორიდაში „Delray Beach"-ის ტურნირი იწყება. ბასილაშვილი ამ ტურნირში ჩაერთვება და მისი მეტოქე გერმანელი ტომი ჰაასი იქნება. გერმანელი მსოფლიო რეიტინგში 1024-ე ადგილას არის.

შეხვედრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე არის ჩანიშნული

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×