რეზონანსი
20.02.2017

 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნებულ საქართველოს დელეგაციას უმასპინძლეს.

ქართველი ოლიმპიელებიდან ერთადერთი ბრინჯაოს მედალი, 14 წლის ბათუმელმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ მოიპოვა. მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი უფრო დამაჯერებლად გამოვიდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა. ოლიმპიურმა კომიტეტმა ნიკა ეგაძეს და მის მწვრთნელს ლელა ჩოფიკაშვილს, ფულადი პრიზები გადასცა.

ფესტივალზე საქართველოს ექვსი წარმომადგენელი ასპარეზობდა. ოთხი სამთო მოთხილამურე, ერთი მოციგურავე და ერთი სნოუბორდისტი.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თურქეთის ქალაქ ერზრუმში გაიმართა. მასში 34 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მედლები ზამთრის სპორტის 7 სახეობაში გათამაშდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×