რეზონანსი
20.02.2017

 საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქი საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილია მეორეს მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ.

უწმინდესის დასახვედრად მობილიზებული იყვნენ როგორც პატრიარქის, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წევრები.

ილია მეორემ აეროპორტში, ე.წ. ციანიდის საქმეზე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, უსიამოვნო მოვლენასთან გვაქვს საქმე. უწმინდესს იმედი აქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყველა ამ სიტუაციას შეისწავლის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 13 თებერვალს ბერლინში, ნაღვლის ბუშტზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×