რეზონანსი
21.02.2017

 თურქეთის პოლიციამ ქვეყნის ჩდილო-აღმოსავლეთ საზღვართან, ართვინის პროვინციაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. პოლიციის თანამშრომლებმა ბარგი საეჭვოდ მიიჩნიეს და მფლობელს მისი გახსნა მოთხოვეს. გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში ქალბატონი იჯდა.

მამაკაცს 28 წლის ქალბატონი საზღვარზე ჩემოდნის საშუალებით გადაყავდა.დაკითხვისას გაირკვა, რომ ქალბატონის დეპორტაცია თურქეთიდან სამი თვის წინ განხორციელდა, ვიზის მოქმედების გასვლის მიზეზით.

ეჭვმიტანილებმა საზღვარი სარფში გადალახეს, თუმცა ისინი ჰოფაში აიყვანეს.სამი დღის წინ თურქეთში მსგავი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×