რეზონანსი
21.02.2017

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200 -ლარიან ვაუჩერს მიიღებს. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს უწყებათაშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. ჩვენ წლების განმავლობაში გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის, 200-ლარიანი ვაუჩერით. ამჯერად, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894-ს. წინა წლის ბოლოს თითქმის ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. არის რამდენიმე გამონაკლისი 728 ოჯახი, რომელთაც ბუნებრივი აირის საფასურის ნაცვლად მიეცემათ ხელზე 200-ლარიანი ვაუჩერი",- აღნიშნა ციხელაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×