რეზონანსი
21.02.2017

 დღეს, გამართულ მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა მესამე ვიცე პრემიერად განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა.

"სანდროს მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას. ბუნებრივია, შესაბამის უწყებებთან ერთად. მინდა წარმატება ვუსურვო. სანდრომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო განათლების სამინისტროში. მოგეხსნებათ, რომ განათლება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს და ქონდეს სრული ინფორმაცია," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×