რეზონანსი
21.02.2017

 საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ"-ს ინფორმაციით, თურქეთის სასამართლო სისტემის მარეგულირებელმა ორგანომ ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირების გამო, კიდევ 227 მოსამართლე და პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სასამართლო სისტემის თანამშრომლები გასული წლის ივლისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს თანამდებობებიდან.

თურქეთის მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მეჰმეთ ილმაზის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების შემდგომი პერიოდის განმავლობაში თურქეთში თანამდებობიდან 3 886 მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×