რეზონანსი
21.02.2017

 ამ წუთებში „ბავშვთა სამყაროში " მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დამწვარ შენობასთან იკრიბებიან. მოვაჭრეები კარვებს შლიან და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

ათეულობით დაზარალებული მიყენებული ზარალის ოდენობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა. ე.წ. „ბავშვთა სამყაროს" შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×