რეზონანსი
21.02.2017

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ლავროვის განცხადება საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული.

„ბატონი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების", ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული, ამას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 000 მოქალაქე. ამგვარად, რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მათ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მოვახვევთ თავს. თუ გადაიდგმება ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გამარტივდეს სავიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენ ამას მივესალმებით, თუ გააუქმებენ, ამასაც მივესალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა", - განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან.

„სანამ არ მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა, გარღვევა კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით, ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება", - დასძინა აბაშიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×