1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, დადგენილია კლინიკების ნაწილისთვის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ისინი ამ პროგრამაში ჩაერთვებიან.
„ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმების, რომლის შესახებაც ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. კერძოდ, ეს არის სელექტიური კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებების, რომლის ამოცანაა, უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. პირველ ეტაპზე, ეს შეეხო ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას, შემოვიდა დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ ეტაპზე დიდ ქალაქებში, სადაც არჩევანია მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ექნებათ სამედიცინო დაწესებულებებს იმის საშუალება, რომ ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვაში. ვფიქრობ, რომ პირველი მარტიდან ეს ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება და მიზანი არის შეჯამებულად, ერთი, რომ უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მოვლა და უზრუნველყოს უფრო ხარჯეფექტური მოვლა," - განაცხადა დავით სერგეენკომ.