რეზონანსი
21.02.2017

 დედაქალაქის მერი გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის შესახებ მერიის წარმომადგენლების დაბარებას და განაცხადა, რომ საჭიროდ არ ჩათვალა საკრებულოში წარმომადგენელის გაგზავნა. მისი თქმით დღევანდელი შოუ არ შედგა.

"ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, არის აბსოლუტურად კანონიერი. ამიტომაც არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად პოლიტიკური შოუს სანახავად და მოწყობის მიზნით ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში. შესაბამისად, დღევანდელი შოუ არ შედგა. თუ ვინმეს რამეში ეპარება ეჭვი მასალები რეაგირებისთვის გადაგზავნილია პროკურატურაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება. თუმცა, გამოძიებისთვის არამგონია რაიმე საინტერესო იყოს", - განაცხადა ნარმანიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×