რეზონანსი
21.02.2017

 მაია რჩეულიშვილს შესაძლოა ქონება ჩამოერთვას. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ „ცენტრ პოინტის" საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე დღეს დააყენა.

საქმეზე მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილსა და „დექსუსის" ყოფილ დამფუძნებელ ივანე ცაგურიას შეფარდებული აქვთ გირაო 250 ათასი ლარის ოდენობით. სწორედ აღნიშნული ოდენობის ქონების ჩამორთმევას ითხოვს ბრალდება მაია რჩეულიშვილისგან.

პროკურატურამ შუამდგომლობის არგუმენტად ახალი ბრალდება დაასახელა, რომელიც მაია რჩეულიშვილს ე.წ. ბათუმის მაგნოლიის ეპიზოდზე აქვს წაყენებული.

მოსამართლე ქონების ჩამორთმევის შესახებ 23 თებერვალს იმსჯელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×