გადაცემა „არჩევანის" ეთერიდან პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლებას მეტი დიალოგისა და დისკუსიისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არავისთან მჭირდება საუბარი-არის შეცდომა, რომელიც სირთულეებს შექმინის.
"ბოლო ოთხო თვის დინამიკა მიბიძგებს გავაკეთო მოწოდება, რომ საჭიროა მეტი დიალოგი, მეტი მოსმენა საზოგადოების, მეტი დისკუსია. ყველაფერი დაიწყო ჩემი შეთავაზებით საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით - მივიღე უარი, ჩემი მცდელობა, რომ ვისუბროთ უფრო ჩართულად - უარი, ჩემი შეთავაზება ვეტოს დადებამდე დისკუსიაზე - უარი, ვეტოს დადების შემდეგ დისკუსიაზე - უარი, მოსმენების კანონზე დისკუსიის გამართვაზე - უარი. ეს განცდა, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის პულტებს ვაკონტროლებ, მე ვაკონტროლებ ჭეშმარიტებას და არავისთან მჭირდება საუბარი, არის შეცდომა, რომელიც სირთულეებს შექმნის, ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მოთმინებით და პატივისცემით ვამბობ - ჩვენ ყველა ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ. ამ საუბარში ზოგი მოიგებს, ზოგი წააგებს, მაგრამ მივალთ ჭეშმარიტებამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.