რეზონანსი
22.02.2017

 საკრებულოს გაერთიანებული ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და საკრებულოში თბილისის მერის დავით ნარმანიას მისვლას ითხოვს.

ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მოითხოვეს, რომ საკრებულოში უახლოეს დღეებში ჩაინიშნოს რიგგარშე სხდომა, სადაც ქალაქის მერი პასუხს გასცემს თბილისის ბიუჯეტიდან გაცემული მილიონიანი ქონების შესახებ არსებულ კითხვებს, რომელიც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა.

ოთხი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი და ორი დამოუკიდებელი დეპუტატი, აცხადებენ რომ თბილისის მერს ამას რეგლამენტი და თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი ავალდებულებს.

თბილისის მერის განმარტებას კი რომლის მიხედვითაც მან არ გაუშვა თანამშრომლები სხდომაზე ოპოზიცია "უპასუხისმგებლოს" უწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×