რეზონანსი
22.02.2017

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე - "კონფლიქტები ევროპაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აგრესია, რომელიც მოხდა საქართველოში და შემდეგ - უკრაინაში, შესაძლებელია სხვაგანაც განმეორდეს, თუკი არაფერს მოიმოქმედებენ.

"გაერო შეიქმნა ომის დასასრულებლად, როგორც კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ინსტრუმენტი. ევროპაში არსებული თანამშრომლობის პოლიტიკური კულტურა, რაც ასახული იყო ეუთო-ს ძირითად დოკუმენტებში, საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. ჩვენ დავუბრუნდით მუქარისა და ძალის გამოყენების პოლიტიკას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ირღვევა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, რომელიც თავად უნდა იდგეს საერთაშორისო პრინციპების სადარაჯოზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ჯანელიძის განცხადებით, კონფლიქტმა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, კულმინაციას 2008 წელს მიაღწია, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ჩვენი ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის სახით.

„ ყველა გაჭიანურებული თუ მიძინებული კონფლიქტის შემთხვევაში, მუდმივად არსებობს ესკალაციის საფრთხე. აღნიშნული გარემოება ქმნის უშიშროების საბჭოს მხრიდან რეგულარული მონიტორინგის აუცილებლობას, ნაცვლად ცალკეულ შემთხვევებში უკვე წარმოშობილ კრიზისულ ვითარებაზე რეაგირებისა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს წარუდგინოს პერიოდული ანგარიშები გაჭიანურებული კონფლიქტების შესახებ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×