რეზონანსი
22.02.2017

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ დღეს, ევროპის საბჭოში, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად.

მისივე განმარტებით, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი-ის ერთგვარი ტექნიკური სხდომაა, სადაც უკვე პარლამენტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემა მოხდება.

„შემდეგ უკვე, 28 თებერვალს მოხდება საკითხის შეტანა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, სადაც დარწმუნებული ვარ, დადებითი პასუხი იქნება გაცემული პარლამენტის გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×