რეზონანსი
22.02.2017

 ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში დღეს განახლდება. მისივე თქმით, ოპოზიციას ყოველთვის ექნება შენიშვნები კანონებზე, თუმცა წარმოდგენილი პროექტი ყველაზე ოპტიმალური და დახვეწილია.

„მიმდინარე სესიაზე გრძელდება ე.წ მოსმენების კანონის განხილვა პირველი მოსმენით. ჩვენ მოვასწრებთ მეორე მოსმენით მის განხილვასაც. ბუნებრივია, ოპოზიციას ყოველთვის აქვს შენიშვნები და ეს მათი საქმეა. მაგრამ, არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ეს არის ოპტიმალური გამოსავალი და დახვეწილი კანონი, რაც კი შეიძლებოდა ამ სფეროში საქართველოს მიეღო . ის წარმატებით გაივლის ამ ეტაპებს და ჩვენ მივიღებთ ამ კანონს", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×