რეზონანსი
22.02.2017

 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, იარაღი, რომელიც ბრალდებულის სახლში აღმოაჩინეს, დეკანოზს არ ეკუთვნოდა.

"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამა გიორგის ბრალი წარდგენილი აქვს სხვადასხვა მუხლით. არ უნდა დაგვავიწყდეს იარაღი. როდესაც ცნობილი გახდება, თუ როგორ მოახერხეს, რომ იარაღი მამა გიორგისთან აღმოჩნდა, მერე უკვე ძალიან ნათელი სურათი წარმოიქმნება - თუ როგორ აღმოჩნდა, ამას მამა გიორგი გამოძიებამდე მოახსენებს საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წარმომადგენლებს. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, მის სახლში აღმოაჩინეს იარაღი. იარაღი მისი არ იყო", - განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×