რეზონანსი
22.02.2017

 „რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს რეპორტიორმა რიკარდ იოზვიაკიმ „ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს შეჩერების მექანიზმს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას.

ევროკავშირის მინისტრები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 27 თებერვალს დაამტკიცებენ. დღეს, ევროპარლამენტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით coreper-ის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი) ტექნიკური სხდომა იყო დანიშნული.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×