რეზონანსი
22.02.2017

 დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეშია ბრელდებული, დღეს სავარაუდოდ, კლინიკას დატოვებს. ჩაფიძის კლინიკის პულმონოლოგიური დეპარტამენტის, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას სტაციონარი დატოვოს.

"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავს უკეთესად გრძნობს. ცხელება არ აქვს. აღენიშნება დადებითი დინამიკა ლაბორატორიული და კლინიკური მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით ანთების მარკერები რომლებიც ჩვენთვის სპეციფიურია, ქვემოთ წამოვიდა. არ არის ჩივილებიც. ექიმებს შორის, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, მოლაპარაკება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ პაციენტმა გააგრძელოს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. თარიღი კონკრეტდება. მწვავე პერიოდი გავლილია და პაციენტი მიდის გამოჯანმრთელებისკენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სტაციონარი დატოვოს", - განაცხადა პროფესორმა.

მიმდინარეობს მოლაპარაკება, შესაძლებელი იქნება თუ არა მამა გიორგი დღეს დაიკითოხს და ასევე გადაწყდება, როდის გადაიყვანენ დეკანოზს საპატიმროში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×