რეზონანსი
22.02.2017

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი "აუდიტორია 115"-ის წევრებს ექსტრემალური მოქმედებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ჯეჯელავა ორგანიზაციის წევრებს ურჩევს, უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ. მისივე განცხადებით, „აუდიტორია 115"-ის წევრების მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირების საკითხი უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან გამომდინარე თავად ადმინისტრაციის გადასაწყვეტია.

"მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი ავტონომიურია და შესაბამისად, ეს საკითხიც უნივერსიტეტის გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტებს, „აუდიტორია 115"-ის წევრებს, რომ ნუ შეუშლიან ხელს თავის თანატოლებს, მითუმეტეს ნუ აირჩევენ ექსტრემალური გზას ტელევიზიებთან მიმართებაში. ძალიან აღმაშფოთებელი იყო ტელევიზიის შენობაში შეჭრა, ბიზნესის ტერიტორიაზე შესვლა. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ შევეცდებით მოვუწოდოთ ამ ხალხს, რომ ექსტრემალური მოქმედებისგან თავი შეიკავონ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×