რეზონანსი
22.02.2017

 მეტრო "300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ადგილზე 1992 წელს დაბადებული პირი დააკავა.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთ ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს - უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ ადგილზე დააკავა 1992 წელს დაბადებული შ.თ."- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×