გვანცა წულაია
23.02.2017

ჩვენ მივაღწევთ დახასულ მიზნებს და განვითარების ახალ ტალღაზე გადავიყვანეთ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიროგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "თბილისი რუმსში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გამართა.

მოახერხებს არსებული მთავრობა საქართველოს სწრაფი განვითარების უზრუნველყოფას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადეობის წევრებს მიმართა.

 გია ბურჯანაძე მსახიობი):  ამ მთავრობას შემხედვარე საერთოდ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. ძალიან არაკომპეტენტური მთავრობა გვყავს, რომელიც არაპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. სანამ საქართველოს ასეთი მთავრობა ეყოლება, საერთოდ ვერ განვითარედება.

 

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  როგორც გარედან დამკვირვებელი, ვხედავ, რომ გარკვეული ძვრები არის, თუნდაც ვიზალიბერალიზაცია, რომელიც, არსებულ ხელისუფლებას არ შეიძლება წარმატებულ ნაბიჯად არ ჩაუთვალო. დანარჩენს ალბათ მომავალი გვიჩვენებს, რადგან განვითარებადი ქვეყანა ვართ და ეტაპობრივად ვაღწევთ წარმატებებს. მთავარი არის, რომ ქვეყნის განვითარება სტრატეგიულად აქვთ დაგეგმილი. საქართველო ყველა კუთხით ვითარდება - ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვის, სოფლის მეუნრეობის. ყველაზე მნიშველოვანია ადამიანის უფლებები. დღეს ციხეში პატიმრებს აღარ აწამებენ და ის სურათი, რაც იყო წლების წინ, აღარ გვაქვს. დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და სწორედ სასამართლოში ხდება ადამიანი უფლებების დაცვა. რა თქმა უნდა არის ხარვეზები, ეს განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია, ამ ხარვეზების გამოსწორება კი შესაძლებელი.

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):  სწრაფი განვითარების იმედი არ მაქვს. სწრაფი განვითარების უზრუნველყოფა ძალიან ძნელი საკითხია და არა მგონია ადვილად შესრულდეს. კარგი იქნება, იმ გზაზე თუ დავდგებით, რომელიც სწრაფი განვითარებისკენ წაგვიყვანს. სწრაფი განვითარება საზოგადოებაზეც არის დამოკიდებული, მარტო მთავრობა ვერ მოახერხებს. განვითარება გვჭირდება და ამისთვის იმდენი არ კეთდება, თორემ უკვე ამ გზაზე ვიდგებოდით.

 ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): ვეჭვობ, სწრაფი განვითარების უზრუნველყოფა მოხერხდეს. გარკვეული ბარიერები არსებობს, რომლებიც განვითარებაში ხელს გვიშლის. ასევე, არსებობს ანტისახელმწიფოებრივი ძალები, როგორც პოლიტიკური ძალა, რომლებიც ხელისუფლებამ შეინარჩუნა.

 

 

 

 

 სერგი ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ვეჭვობ სწრაფი განვითარება მოხერხდეს. სწრაფი განვითარება ნიშნავს: ადამიანთა მატერიალური მხარე გაუმჯობესდეს, ბევრი სამუშაო ადგილი იყოს, ახალგაზრდას და ასაკოვანსაც პერსპექტივა ქონდეს. ახალგაზრდა უზრუნველყოფილი იყოს, თავის ნიჭით და უნარით სამსახურის პოვნით, ხოლო ასაკოვანი იმით, რომ სიბერეში შიმშილით არ მოკვდეს. წარმოდგენილი პროექტი რაც არის, ჯერჯერობით ცოტა ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ღმერთმა ქნას ვცდებოდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×