
27 იანვარს, კონგოში,მეამბოხეებმა კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სოსო ოსურაული მართავდა.ქართველი მფრინავი თითქმის ერთი თვეა ტყვეობაშია.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო მოსამსახურის,დავით მაყაშვილის ინფორმაციით, კონგოელი მეამბოხეები სოსო ოსარაულის გათავისუფლების სანაცვლოდ, მილიონ დოლარს ითხოვენ. თადარიგის პოლკოვნიკი მაყაშვილი ხელისუფლებას ქართველი მებრძოლის გათავისუფლებისკენ და მისი ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდებს. ქართველმა სამხედრომ მოთხოვნა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მივმართავ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, რომ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და დროულად დაეხმარონ საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკს" , - განაცხადა პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა.
სოსო ოსურაულის ოჯახში ადასტურებენ, რომ ქართველი მფრინავი ტყვედაა აყვანილი. მათთვის ასევე ცნობილია, რომ მეამბოხეები გამოსასყიდს ითხოვენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სოსო ოსურაული საქართველოდან ორი წლის წინ წავიდა და ოჯახს პერიოდულად ეკონტაქტებოდა.