რეზონანსი
23.02.2017

 თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს,რომ საკრებულოს გაზრდილი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გადაერიცხოთ.

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით იზრდება. ცვლილებები საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.

ამ თემაზე საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართა.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის დახმარებას დღემდე ელოდებიან.

ინიციატივას საკრებულოს უმრავლესობა და დედაქალაქის მერია ჯერ არ გამოხმაურებია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×