შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2017 წლის 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს, სისხლის სამართლის 80 დანაშაული გამოავლინა. მათ შორისაა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების, ნარკოტიკების გასაღების, ქურდობის და ძალადობის ფაქტები. პოლიციამ 2 ძებნილიც დააკავა. კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა.
საპოლიციო კონტროლისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის: წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და ცივი იარაღის ტარება.
პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.
სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 38 ადამიანი დააკავეს.