რეზონანსი
23.02.2017

 პრეზიდენტი საქართველოში უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა. უკრაინელმა დიპლომატმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პირადი მოკითხვა გადასცა.

შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეებმა საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობისა და ერთობლივად განხორციელებული პროექტების განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ელჩის რანგში, ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×