რეზონანსი
23.02.2017

 სომხეთის მთავრობის მეთაურს, საქართველოს პრემიერმინისტრი მასპინძლობს. კარენ კარაპეტიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას პირისპირ ხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები სომხეთისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

სომხეთის პრემიერმინისტრის დელეგაციაში, სომხეთის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, კულტურის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები არიან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×