რეზონანსი
23.02.2017

 საქართველოს პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონპროექტი, პირველი მოსმენით მიიღო. უმრავლესობის ინიცირებულ კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 20 კი მოწინააღმდეგე იყო. დღესვე იურიუდიულ საკითხა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები პროექტის განხილვას მეორე მოსმენით იწყებენ.

ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ უჭერს. მათი შეფასებით, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში არ არის. საპარლამენტო უმცირესობას კანონპოექტის საკუთარი, ალტერნატიული ვარიანტიც აქვს შემუშავებული.

მმართველ გუნდში საკუთარ პროექტს „ოქროს შუალედს" უწოდებენ, რომელიც ერთდროულად მოქალაქეთა უფლებებსა და საზოგადოების უსაფრთხოებას დაიცავს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად, სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ახალი უწყების შექმნა საჭირო 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა. სასამართლომ ფარული მიყურადების განხორციელებისთვის არსებული საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×