პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის გადადგომის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია „პირველი" ავრცელებს.
მამა მიქაელი ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას გადადგომის მიზეზს არ აკონკრეტებს, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსს, სოსო ოხანაშვილს კი თავხედს უწოდებს.
მამა მიქაელმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს.
უწმინდესის დაცვის სამსახურის უფროსი, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, არ ადასტურებს. სოსო ოხანაშვილმა მამა მიქაელ ბოტკოველი სიცრუეში დაადანაშაულა.
„მან მოიტყუა როდესაც თქვა, რომ საპტრიარქოში არ ვიმყოფები, გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან საპატრიარქოში ვარ და ჩემს მოვალეობას ვასრულებ" , - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
კათოლიკოს პატრიარქის დაცვის უფროსი აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას გააცნობს.
მეუფე დიმიტრი „ტვ პირველთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილმა თანამდებობა უკვე დატოვა.