ხვალ საქართველოს დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის სუსტი ქარი, 10-15 მ/წმ-ში. მსგავსი ამინდი თბილისში, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
სინოპტიკოსები უნალექო ამინდს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვარაუდობენ. ღამით ზოგიერთ რაიონში ძლიერი ყინვა იქნება.
24 თებერვალს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, ახალციხეში -10, ხოლო მაქსიმალური, ფოთსა და ოზურგეთში, 18 გრადუსი იქნება.
იხილეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
თბილისი - 0/16
ბათუმი - 3/16
სოხუმი - 1/14
გორი - -6/14
თელავი - -2/15
ახალციხე --10/10
ქუთაისი - 1/17
ფოთი - 3/18
ცხინვალი - -7/13
ბორჯომი - -6/13
მესტია - -6/8
ზუგდიდი - 3/16
ზესტაფონი - 0/16
ჭიათურა - -3/15
რუსთავი - 0/17
ოზურგეთი - -1/18
სტეფანწმინდა - -6/6
23 თებერვალს თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 1977 წელს +11.7, მინიმალური კი 1985 წელს, -17.1 გრადუსი დაფიქსირდა.