თბილისის მერი დავით ნარმანია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფის საკითხზე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, საკრებულოში არც მერიის წარმომადგენლები მივლენ.
"ეს იქნება პოლიტიკური შოუ და მას რეალობასთან რაიმე სახის შეხება არ აქვს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ტერიტორიის გადაცემა კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით გავაკეთეთ. არ ვაპირებ დღეს დედაქალაქის საკრებულოში მისვლას და არც თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან სხდომას", - განაცხადა ნარმანიამ განაცხადა.
ნარმანიას თქმით, ის პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს.
"საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე, როგორც დედაქალაქის მერს საკრებულოში ანგარიშის წარდგენის პრობლემა არასდროს არ მაქვს, მათ შორის გასულ წელს ორჯერ რიგგარეშედაც ვიმყოფებოდი საკრებულოში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს იგეგმება პოლიტიკური შოუს მოწყობა, მე ამ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საკითხი, რომლის პედალირებასაც სპეციალურად ახდენენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები", - აღნიშნა თბილისის მერმა.