რეზონანსი
24.02.2017

 თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი.

საბოლოოდ, მერაბიშვილს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით, 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს". აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სააკაშვილმა ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება მერებიშვილს დაავალა.

ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით ამჟამად არსებითად იხილება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×