რეზონანსი
24.02.2017

 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებულ იმ აუდიოჩანაწერებში, რომელიც მან მოისმინა, ციანიდზე საუბარი არ არის. რაც შეეხება იარაღს, რომელიც დეკანოზის სახლში აღმოაჩინეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამ იარაღის შენახვა დეკანოზს სხვა პირმა სთხოვა.

"საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ჩატარდება აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა, არის თუ არა მამა გიორგი ის ადამიანი, ვინც საუბრობს ამ ჩანაწერებში. როგორც კი დამთავრდება აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, სავარაუდოდ, დაიწყება მისი დაკითხვა. ვვარაუდობ, რომ დაკითხვა დღეს არ დამთავრდება, რადგან საკმაოდ გრძელი ჩვენების მიცემას აპირებს მამა გიორგი. აუდიოჩანაწერები რაც მოვისმინე, იქ ბევრ ადამიანთან არის საუბარი, მათ შორის მრევლთან. ციანიდზე, ჩემს მიერ მოსმენილ აუდიოჩანაწერებში საუბარი არ არის. შესაძლოა, არის სხვა ჩანაწერებიც, ასევე არ არის საუბარი საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირებზე", - განაცხადა რამიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×