რეზონანსი
24.02.2017

 „ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის წარმომადგენლებმა, პარლამენტის შენობის წინ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ლოზუნგით „ნუ გვისმენთ" ხელისუფლებას მოუწოდებენ, კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც დღეს არის პარლამენტში, არ მიიღოს.

"ეს კანონი არც ადამიანის ულებების დაცვისკენ არის მიმართული და არც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისკენ. ეს კანონი მიმართულია ერთი ადამიანის უსაფრთხო ძილისკენ, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მორე მოსმენით განხილვა იწყება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×