რეზონანსი
24.02.2017

 კონგოელი ამბოხებულების ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

„მოამბესთან" სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალმა განაცხადა, რომ საელჩო კონგოს ხელისუფლებასთან დიპლომატიური არხებით აქტიურად თანამშრომლობს. მისივე თქმით, ქართველი სამხედროს ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება.

ელჩი ამბოხებულების მხრიდან გამოსასყიდის მოთხოვნას ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ადასტურებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ინფორმაციის დასაზუსტებლად.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული, რომელიც მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, კონგოში ტყვედ აიყვანეს, მათ მიერ წარგზავნილი არ არის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×