რეზონანსი
24.02.2017

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი აპირებს ვეტოს დადებას ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ პაკეტზე. მისივე თქმით, მარგველაშვილს ეს სიტყვა სიტყვით არ უთქვამს, მაგრამ მისი საუბრის კონტექსტი სამწუხაროდ, უკვე ატარებს ამ გადაწყვეტილების შინაარს.

,,ფაქტობრივად, პრეზიდენტმა უკვე თქვა , რომ ის აპირებს ვეტოს დადებას. მას სიტყვა სიტყვით ეს არ უთქვამს, მაგრამ მისი საუბრის კონტექსტი სამწუხაროდ, უკვე ატარებს ამ გადაწყვეტილების შინააარს. პროექტზე არ მიმიღია მე არანაირი შენიშვნები და მოსაზრებები პრეზიდენტისგან. ზეპირად იყო გამოთქმული რამდენიმე მოსაზრება და ამ ზეპირი მოსაზრებების პრინციპს ჩვენ ვემხრობოდით, გარდა ერთადერთი საკითხისა, რომელიც სააგენტოს საკითხს შეეხებოდა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კონსულტაციების ფორმატი მხოლოდ მასთან იყო გახსნილი და არა პარლამენტთან. ამ დროს პარლამენტში დისკუსიისა და სამუშაო სივრცე იყო გახნილი. ჩვენ ვესაუბრებით უამრავ ადამიანს და გადაწყვეტილებებს ვიღებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე", -განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×