რეზონანსი
24.02.2017

 "ევროპული საქართველოს" წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, უმრავლესობის შეთავაზება ფარისევლობაა და კანონის განხილვა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ხორციელდება, რის გამოც ისინი სხდომას არ დაესწრებიან.

"მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ამ განხილვების განმავლობში ყველანაირად შეგვიზღუდეთ აზრის გამოთქმის საშუალება, მოგვიხსენით ფრაქციების დროით გამოსვლის საშუალება, გვაწყვეტინებდით და გვითიშავდით მიკროფონებს, საბოლოოდ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის სუს-ის ნოტარიუსად ქცევას. ამ ინიციატივით, რომელიც ქალბატონმა ეკა ბესელიამ დააყენა, ჩვენ პრაქტიკულად პარლამენტში გავხადეთ მთელი საკანონმდებლო პროცესი ფარსი. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ვინაიდან ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენაზეც კი უარი განაცხადა. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ და ვტოვებთ სხდომას პროტესტის ნიშნად", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ევროპული საქართველოს" განცხადებას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა," თუმცა სალომე სამადაშვილის განცხადებით, ისინი დარბაზის დატოვებას არ აპირებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×