რეზონანსი
24.02.2017

 სენაკის სამოქალაქო საზოგადოება რკინიგზის სადგურის წინ მდებარე პარკის გასხვისებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს და როგორც აცხადებენ, შეგროვებულია 3000-მდე ხელმოწერა.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სენაკის გამგეობამ 49 კვ.მ კერძო სტომატოლოგიური კაბინეტის მეპატრონე ანასტასია ხუფენიას გადასცა. მათივე თქმით, ხუფენია სენაკის გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსის, მერაბ ბასილიას მეუღლეა. აღნიშნულ ფაქტს აქციის მონაწილეები კორუფციულ გარიგებად აფასებენ.

„მოამბის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს სენაკის სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვთ.ისინი ამ ეტაპზე სამართლებრივი გზით იბრძვიან და მათ იურიდიულ დახმარებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ზუგდიდის ოფისი უწევს.

პროტესტის მონაწილეების თქმით, პარკის დანარჩენი ტერიტორიის გადაცემა იუსტიციის სახლისთვის იგეგმება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×