რეზონანსი
24.02.2017

 მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილი და მამა მიქაელ ბოტკოველი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ ფაქტს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი არ ადასტურებს. მისი თქმით, ბოტკოველი და ოხანაშვილი ერთმანეთს არც კი შეხვედრიან.

"გამოვრიცხავ, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ისინი საერთოდ არ შეხვედრიან ერთმანეთს", - განაცხადა დეკანოზმა.

რაც შეეხება იმას, ვის შეეძლება პრესასთან ურთიერთობა მამა მიქაელ ბოტკოველის გადადგომის შემდეგ, მისი თქმით, პრესასთან ურთიერთობისთვის კონკრეტული პიროვნება რამდენიმე ხანში იქნება დანიშნული

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×