რეზონანსი
24.02.2017

 პროკურატურა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ჩაქვში მდებარე გიმნაზიიდან, რომლის დირექტორიც მამა გიორგი მამალაძეა, დაკავებული დეკანოზის ხელნაწერი დოკუმენტები მოითხოვეს.

"მოცემულ საქმეზე სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან ერთად დაგეგმილია გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარება. დასკვნის გასაცემად ექსპერტიზის ბიუროს უნდა წარედგინოს ბრალდებულის ხელწერის ნიმუშები. ამ მიზნით, პროკურატურამ მიმართა ყველა იმ დაწესებულებას, სადაც ბრალდებული მამალაძე მუშაობდა, მათ შორის დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიას, სადაც შესაბამის უფლებამოსილ პირებს უნდა დაედასტურებინათ ასეთი დოკუმენტების დაწესებულებაში არსებობის ფაქტი, რის შემდგომაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით და განჩინების მიღების შემდგომ, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით მოახდენს აღნიშნული დოკუმენტების ნიმუშის სახით ამოღებას", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×