რეზონანსი
24.02.2017

 ე.წ. მატროსოვის ციხეში გამომძიებლები მივიდნენ. ადვოკატების თქმით, დღეს გამომძიებლები დაკავებული დეკანოზის ხმის ნიმუშს აიღებენ, რომელმაც პროკურატურის მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერების ნამდვილობა უნდა დაადასტუროს.

როგორც დეკანოზის ადვოკატებმა განაცხადეს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, თუკი მოესწრება, გამომძიებლები მამა გიორგი მამალაძეს დაკითხავენ.

უფლებადამცველების განცხადებით, მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული მამა გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემისთვის მზად არის. ადვოკატთა განცხადებით, ჩვენება იქნება ვრცელი და ის საქმის არსს სრულად შეცვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×