რეზონანსი
24.02.2017

 საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის ინფორმაციით, ისრაელსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება.

„ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის არსებობს შესანიშნავი ურთიერთობა, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება და მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ინიციატივა პირველად გვესმის და არავითარ შემთხვევაში არ არის დღის წესრიგში და არც იქნება. ჩვენ 2014 წელს როგორც მოვაწერეთ ხელი ვიზების გაუქმებას, ისე გრძელდება და ისე იქნება ყველაფერი მაღალ დონეზე", - განაცხადა შაბთაი ცურმა.

ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის საზღვრის გადაკვეთის პრობლემა, ძირითადად, საბუთების მოუწესრიგებლობის გამო შეექმნათ და აცხადებს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები მოქალაქეების ინფორმირებულობის ასამაღლებლად მუშაობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×